იან კელი: ჩვენი მთავარი მიზანია, მომდევნო არჩევნები მაქსიმალურად თავისუფალი იყოს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ელჩმა აღნიშნა, მისი მთავარი მიზანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მომდევნო არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი. ამ შეხვედრას ორი მიზეზი აქვს – პირველი მიზეზია ის, რომ მინდა შევხვდე ამ განსხვავებული პოლიტიკური სპექტრის აქტორებს, რომლებიც საქმიანობენ ქართულ პოლიტიკაში. პარლამენტის წევრებს შევხვდი და ჩავთვალე, რომ მნიშვნელოვანია, შევხვდე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ეს არის ძირითადი მიზეზი.
მეორე მიზეზი ის არის, რომ მსურს ინფორმაციის მიღება, ვინაიდან კვლავ შესწავლის რეჟიმში ვარ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. თქვენი საარჩევნო სისტემა ძალიან განსხვავდება ჩვენი სისტემისგან. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს, რომ მან ჯანმრთელი და დინამიკური დემოკრატიული საზოგადოება განამტკიცოს და მოახდინოს დასავლურ საზოგადოებაში ინტეგრაცია”, -განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები