პრემიერმა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივისთვის შს მინისტრს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივა დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს მადლობა გადაუხადა. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფაა.
“კოლეგებს მინდა მოგმართოთ, რომ ასეთ საკითხებზე საჭიროა უკვე დროული რეაგირება. იგივე ეკოლოგიის კუთხით ჩვენ გვაქვს კატასტროფა თბილისში. მე რაც მესმის ადამიანებისგან, არის მასობრივი ჩივილი და უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ ავტომობილები დადიან სპეციალური კატალიზატორის გარეშე, რომელიც გამონაბოლქვს ფილტრავს. ასევე მინდა გთხოვოთ, საწვავის, დიზელის, ბენზინის გეგმური შემოწმება რეგულარულად გააგრძელოთ”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი მღებრიშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები