გიორგი კვირიკაშვილი ეუთოს 22-ე მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგრადში იმყოფება, სადაც ეუთოს 22-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც “კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტერიალი სერბეთის თავმჯდომარეობით დღეს დელეგაციის ხელმძღვანელებისთვის ოფიციალური მიღებით გაიხსნება.
ხვალ ეუთოს მინისტრთა საბჭოს პლენალურ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი უსაფრთხოების გამოწვევებზე ეუთოს სივრცეში განცხადებას გააკეთებს და ყურადღებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები ეუთოს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან; ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან მაიკლ გეორგ ლინკთან; ეუთოს უმაღლეს კომისართან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ასტრიდ თორსთან; ეუთოს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩთან და რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ასევე გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.