გიორგი კვირიკაშვილი: მაპი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოხატულებად რჩება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ნატოს კომუნიკეში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია.
მინისტრის განმარტებით, მაპი რჩება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოხატულებად და არა ინსტრუმენტად, რომელმაც საქართველო ნატოში უნდა გააწევრიანოს.
“კომუნიკეში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი, საქართველოს გააჩნია ყველა აუცილებელი იარაღი იმისათვის, რომ ნატოში გაწევრიანდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გაწევრიანების გეგმა, ე.წ. მაპი რჩება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოხატულებად და არა ინსტრუმენტად, რომელმაც საქართველო ნატოში უნდა გააწევრიანოს. ის პაკეტი, რომელიც ნატოსთან უკვე გაგვაჩნია და დამატებითი კომპონენტები, რომელიც ვარშავის სამიტამდე კიდევ იქნება შეთანხმებული, მთლიანად გვაძლევს საშუალებას, რომ დამატებითი ტექნიკური ნაბიჯების გარეშე, საქართველო ნატოში გაწევრიანდეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.