დიმიტრი ქუმსიშვილი მომავალი წლისთვის ეკონომიკის 6- პროცენტიან ზრდას ვარაუდობს

„2017 წელს ეკონომიკის 6- პროცენტიანი ზრდა გვექნება“,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე დაყრდნობით განაცხადა.
მინისტრმა მიმდინარე წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 3- პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, რაც კარგი მაჩვენებელია.
“ჩვენ ბოლოს 2-2,5 პროცენტზე გვქონდა დაანგარიშებული ზრდა, თუმცა წლის ბოლოსთვის 2,8-3%-იან ზრდას ველოდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჯანსაღია. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და, შესაბამისად, ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ჩვენს მოქალაქეებზე”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები