თეა წულუკიანი: ჩვენი სისტემის კარი ღიაა შშმ პირების დასახმარებლად

„საჯარო რეესტრი ამონაწერის ბრაილის შრიფტზე გაცემას იწყებს“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო „რედისონში“ შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასწრებისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი უწყების კარი შშმ პირების დასახმარებლად ღიაა.
„მე მიხარია, რომ იუსტიციის სამინისტროში გრძელდება ის რეფორმატორული და სამართლებრივი ტრადიცია, რაც ნიშნავს, რომ შშმ პირების საკითხები, მათ შორის პრობლემები უნდა დავინახოთ უფლებრივ ჭრილში, რადგან ეს თანამედროვე სამყაროში უკვე აღარ არის მხოლოდ ჯანდაცვის პრობლემები. ეს არის ადამიანის უფლებების ჭრილში შესაფასებელი საკითხები.
ამიტომაც, ჩვენი სისტემის კარი ღიაა შშმ პირების დასახმარებლად. თუნდაც მხოლოდ საჯარო რეესტრში 20-მდე შშმ პირი მუშაობს. ჩვენ დღეს ჩვენს შშმ პირებს ვაცნობეთ, რომ საჯარო რეესტრი უკვე იწყებს ამონაწერის ბრაილის შრიფტზე გაცემას, რაც ხელმისაწვდომს გახდის ქონებრივი უფლებების რეალიზაციას მათთვის, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვს“,-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები