აშშ უვიზო მიმოსვლის წესებს ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის წესების გამკაცრების შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ეს გადაწყვეტილება პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ მიიღეს. ყოველწლიურად აშშ-ში უვიზოდ მსოფლიოს 38 ქვეყნის 20 მილიონამდე ადამიანი ჩადის. თუმცა პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ზედმიწევნით გადაიხედა, ვინაიდან ტერორისტებს შორის ევროკავშირის ქვეყნების მოქალეებიც იყვნენ.
ამერიკელი კანონმდებლები შიშობენ, რომ ევროპაში მცხოვრები ექსტრემისტები შეიძლება ამერიკაში უპრობლემოდ მოხვდნენ. ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც კონგრესს განსახილველად უკვე გადაეცა, ამ სქემაში მონაწილე ყველა ქვეყანა ვალდებულია, ელექტრონული პასპორტები დაბეჭდოს იმ პირებისთვის, ვინც აშშ-ში მიემგზავრება. მათი რეგისტრაცია უფრო მკაცრად გაკონტროლდება აშშ-ის შესაბამისი სამსახურების მიერ. შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველები ასევე გაივლიან შემოწმებას, იმყოფებოდნენ თუ არა ქვეყნებში, სადაც ტერორისტების ბაზები არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები