„მოხუცი ჯამბაზების“ მე-100 წარმოდგენა რუსთაველის თეატრში
4 დეკემბერს, 19:00 საათზე რუსთაველის თეატრში „მოხუც ჯამბაზებს“ მეასედ ითამაშებენ. სპექტაკლი რუსთაველის თეატრის მსახიობს ზაზა (ზაირა) ლებანიძის საიუბილეო თარიღს, 80 წელს უკავშირდება. სევდიანი კომედიის დადგმა ორ მოქმედებად რეჟისორ გოჩა კაპანაძეს ეკუთვნის. „მოხუც ჯამბაზებს“ მსახიობები: კახი კავსაძე, თენგიზ გიორგაძე,ზაზა ლებანიძე, ჯემალ ღაღანიძე,მანანა გამცემლიძე, მარინა ჯანაშია, მარინა კახიანი, დარეჯან ხარშილაძე რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ითამაშებენ. ზაზა (ზაირა) ლებანიძეს 30 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდა.