„GAU-ღე კარი გამოწვევებს“ – 2-10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა კვირეული გაიმართება

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ეხმაურება საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.
2-10 დეკემბერს გაიმართება ადამიანის უფლებათა კვირეული, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების მეტ ინფორმირებასა და ჩართულობას არსებულ გამოწვევებში.
საჯარო ლექცია-ტრენინგების მოწვეული სპიკერები სწორედ მათი ინტერესის გათვალისწინებით ირჩევა.
საჯარო შეხვედრებზე კარი ყველა მსურველისთვის ღიაა.
კვირეულის პროგრამა: 2 დეკემბერი, 11.00 საათი, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული შეხვედრა, მომხსენებლები: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი – თამუნა ბარკალაია; იურიდიული დეპარამენტის ხელმძღვანელი – ირმა ალადაშვილი; ერთ-ერთი ბენეფიციარი.
3 დეკემბერი, 19 საათი, „ყოველი მეათე ჩვენგანი“ – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. მომხსენებლები: შშმ პირების უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; GAU-ს მოხალისე სტუდენტები.
4 დეკემბერი, 19.30 საათი (ინგლისურენოვანი ლექცია-დისკუსია,) „სეკულარიზმი და ტოლერანტობის კულტურა დასავლეთში“ – WESTERN SECULARISM AND CULTURE OF TOLERANCE; მომხსენებელი: ლევან გიგინეიშვილი.
8 დეკემბერი, 19.30 საათი, უახლესი ისტორიის გამოწვევები, მომხსენებელი: რამაზ ფარესაშვილი.
10 დეკემბერი, 16 საათი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, მომხსენებელი: იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები