რუსეთი მონტენეგროს აფრთხილებს
ნატოში მონტენეგროს გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთთან მრავალი ერთობლივი პროგრამა, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეჩერდება, – ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ ოზეროვმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ალიანსმა ამ ქვეყანას ოფიციალური მიწვევა უკვე გაუგზავნა. „ჩერნოგორიას (მონტენეგროს) უნდა ესმოდეს, რომ ალიანსში გაწვერიანების შემდეგ ბევრი პროგრამა, მათ შორის სამხედრო–ტექნიკური თანაშრომლობის კუთხით, შეჩერებული იქნება. ასევ ის შეიძლება რუსული ინვესტიციების გარეშე დარჩეს“, – განაცხადა ოზეროვმა.
ამ ფაქტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროშიც. რუს დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ნატოში მონტენეგროს გაწევრიანება რეგიონში დამატებით დაძაბულობას გამოიწვევს.