2016 წლის მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსში 14 პროექტი მონაწილეობს
ეროვნული კინოცენტრის მიერ 2016 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილია 14 პროექტი. თოთხმეტივე პროექტი გადაეცა საექსპერტო კომისიას: რეჟისორ ლევან თუთბერიძეს, რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილს, მხატვარ ვაჟა ჯალაღანიას, კინომცოდნე მანანა ლეკბორაშვილს, სცენარისტ დათა ფირცხალავას, პროდიუსერ ირაკლი ჩიკვაიძეა, ფილოლოგ გიორგი კეკელიძეს. საექსპერტო კომისიის I ტური 2015 წლის 23 დეკემბერს, ეროვნულ კინოცენტრში ჩატარდება.