თბილისში იეჰოვას მოწმეთა დარბაზზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა
თბილისში, ვაზისუბანში დღეს იეჰოვას მოწმეთა დარბაზზე თავდასხმა მოხდა. უცნობმა პირებმა შენობას რამდენიმე ტყვია ესროლეს. იეჰოვას მოწმეთა დარბაზზე მსგავსი ტიპის თავდასხმა პირველი არ არის, აღნიშნულ ფაქტს ადგილი რამდენიმე დღის წინაც ჰქონდა. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე 187-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. „მოხდა რამდენიმე გასროლა ჩვენი შენობის მისამართით. არ ვიცით ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან. ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. იმედია სამართალდამცავები დაადგენენ თავდასხმაში მონაწილეთა ვინაობას“, – განაცხადა იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების უხუცესმა ნუკრი მიფჩუანმა.