საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი და სამი თანამზრახველი დააკავა

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, საბაჟო – გამშვები პუნქტის – „ვალეს“ მებაჟე ოფიცერი და დანაშაულში მონაწილე კიდევ სამი თანამზრახველი დააკავა.
როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს, თურქეთიდან საქართველოში, საბაჟო – გამშვებ პუნქტ „ვალეს“ გავლით, სამი კილოგრამი ოქროს განუბაჟებლად შემოტანის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 5 400 აშშ დოლარი, ხოლო წინასწარ აიღეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 – ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები