პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ
ვესტმისტერის ფონდის ორგანიზებით ხვალ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები და აპარტის თანამშრომლები დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან. დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხელმძღვანელობს.
კომიტეტის აპარატის ინფორმაციით, ლონდონში დაგეგმილია შეხვედრები, რომლებზეც განიხილება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოთა ურთიერთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, პარლამენტის როლი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე. საუბარი შეეხება ციხის საერთაშორისო რეფორმის საკითხებსაც.
სამუშაო დღის წესრიგით, ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კომიტეტის წევრებთან ერთად დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოს ყველა საპარლამენტო ჯგუფების თავმჯდომარეებს შეხვდება.
შეხვედრა გაიმართება ლორდთა პალატაშიც, სადაც ქართულ დელეგაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტში ლორდ დაბსი (Lord Dubs) უმასპინძლებს. ქართული დელეგაცია დაესწრება დებატებს პარლამენტში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მონაწილეობით.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე, დეპუტატები – მერაბ კაჭახიძე, ოთარ ჩრდილელი, გოგა ხაჩიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი.
დიდ ბრიტანეთში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი 3 დეკემბერს დასრულდება.