გიორგი ბადაშვილი პროკურატურის თანამშრომლებს გამოემშვიდობა

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი პროკურატურის თანამშრომლებს გამოემშვიდობა.
გიორგი ბადაშვილმა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს პროკურატურის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მან პროკურატურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს წარმატება უსურვა.
გ.ბადაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურის ყველა თანამშრომელთან ერთად ისტორიული მოვლენის მონაწილე გახდა, რადგან პირველად საქართველოს ისტორიაში თითოეულ პროკურორსა და გამომძიებელს მიეცა შესაძლებლობა უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა ახალი მთავარი პროკურორის არჩევაში. მისი თქმით ახალი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შემდგომი 6 წელი სტაბილურობის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი იქნება.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა და ახალმა მთავარმა პროკურორმა გ.ბადაშვილს მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის და უსურვეს წარმატება მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები