ISIS-თან სავარაუდო კავშირის გამო საქართველოში 4 პირი დააკავეს
„კვირას“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დაკავებულია 4 პირი. სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო აიყვანეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკავების ფაქტს ადასტურებენ. მათი განცხადებით, ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.