დავით ნარმანია: ვერავინ იტყვის, რომ ვინმემ, რაიმე ვერ მიიღო

დედაქალაქის მერი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის საწყობებში არსებულ პროდუქტებს და მათი განაწილების საკითხს ეხმაურება.
დავით ნარმანიას განცხადებით, მოსახლეობას ურიგდებოდა ყველაფერი, რაც გათვალისწინებული იყო დადგენილი ნორმის მიხედვით.
“მოსახლეობას ურიგდებოდა ის ყველაფერი, რაც გათვალისწინებული იყო, შესაბამისად, ჩვენს მიერ დადგენილი ნორმის მიხედვით. კერძოდ, როცა ხდებოდა დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ამის შემდეგ ეძლეოდათ მათ ის აუცილებელი რამ, რაც სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის იყო საჭირო. ხოლო რაც შეეხება კვების პროდუქტებს, ტანსაცმელსა და სხვა პროდუქტებს, ძალიან ოპერატიულად რიგდებოდა სტიქიის დღეებშივე. ამიტომ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმემ, რაიმე, რაც მათთვის კუთვნილი იყო, ვერ მიიღო”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტიქიით დაზარალებულთათვის განკუთვნილი პროდუქტები საწყობში ფუჭდებოდა და დაზარალებულები პროდუქტებსა და ტანსაცმელს დროულად ვერ იღებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები