ეკა ბესელია: პროკურატურასთან ყოველდღიური სამუშაო პროცესი გვექნება

მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად საპარლამენტო ხელისუფლებას პროკურატურასთან ყოველდღიური სამუშაო პროცესი ექნება. ამის შესახებ ბესელიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურასთან სამუშაო პროცესი მოქალაქეების უფლებების დასაცავად პოლიტიკურ დევნას გამორიცხავს.
„პროკურატურასთან გვექნება ყოველდღიური სამუშაო პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, რაც გამორიცხავს ყოველგვარ პოლიტიკურ დევნას, გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ, წარსულში ჩადენილი საქმეების გამოძიების მსგავსად, ბოლომდე იყოს მიყვანილი“,- აღნიშნა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დღეს დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ ხმა 15-მა მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები