ბრიუსელში, პარიზის ტერაქტების საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პარიზის ტერაქტების საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ ბელგიის პრუკორატურაში განაცხადეს.
„ეს ადამიანი ბრიუსელში დააკავეს, თუმცა მისი ვინაობის შესახებ ინფორმაციას არ ვავრცელებთ. ამ პირის პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს“, – ნათქვამია ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, კიდევ ერთი პირი ქალაქ ვერვიეში დააკავეს, თუმცა ის მოწმის სტატუსით დაიკითხა და, სავარაუდოდ, გაათავისუფლებენ. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზის ტერაქტებთან კავშირის გამო გერმანიის მოქალაქეც დააკავეს, რომელმაც, სავარაუდოდ, ტერორისტებს იარაღი მიჰყიდა