პარიზში 13 ნოემბერს დაღუპულთა ხსოვნის ცერემონია მიმდინარეობს

სამგლოვიარო ცერემონია, რომელიც 13 ნოემბერს ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება, პარიზში მიმდინარეობს. ღონისძიებებში მონაწილეობს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომელიც ცერომონიის ადგილზე საფრანგეთის ჰიმნის თანხლებით დილით მივიდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ხსოვნის ღონისძიებები წუთიერი დუმილით დაიწყო, რომლის დროსაც დიდ ეკრანზე ტერაქტების შედეგად დაღუპულთა სურათები უჩვენეს. თავის გამოსვლაში ოლანდმა ფანატიკოსების არმიის განადგურების პირობა დადო, რომლებიც პარიზს თავს დაესხნენ. ოლანდმა მოუწოდა ყველა ფრანგს, ხსოვნის აქციაში მონაწილეობა მიიღონ და საკუთარი სახლები ნაციონალური დროშის ფერებში გააფორმონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები