ბანგლადეშში მეჩეთზე თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ ბანგლადეშში შიიტურ მეჩეთზე თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. ბოგრას ოლქის პოლიციის ინფორმაციით, სოფელ ჰარიპურში მეჩეთზე თავდასხმაში 5 ადამიანი მოანწილეობდა. თავდასხმა იმ სერიის გაგრძელებაა, რაც ბანგლადეშში შიიტურ რელიგიურ უმცირესობებზე ხდება, სადაც სუნიტები უმრავლესობას წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები