ირაკლი შოთაძე: იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მეგობარი ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, მოვახდენ სამართლებრივ რეაგირებას

„იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მეგობარი ჩაიდენს დანაშაულს და მე პარლამენტი ამირჩევს ამ თანამდებობაზე, რა თქმა უნდა, მე მოვახდენ სამართლებრივ რეაგირებას“,- ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას განაცხადა.
როგორც შოთაძე ირწმუნება, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მიუხედავად მეგობრობისა, მიდგომა იქნება ისეთივე, როგორიც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ.
„არცერთხელ არ შეუშლია ჩემთვის ხელი მეგობრობას, რომ სამართლებრივი რეაგირება მომეხდინა. თუმცა ასეთ ფაქტს, საბედნიეროდ, ადგილი არ ჰქონია. მე არ მყავს ასეთი მეგობრები.
იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მეგობარი ჩაიდენს დანაშაულს და მე პარლამენტი ამირჩევს ამ თანამდებობაზე, რა თქმა უნდა, მე მოვახდენ სამართლებრივ რეაგრებას და მეგობრობას არ ექნება მნიშვნელობა. მიდგომა იქნება ისეთი, როგორც სხვა ნებისმიერი მოქალაქის მიმართ“,- დასძინა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები