ირინე იმერლიშვილი იტალიის ელჩს საქართველოში – ანტონიო ბარტოლის შეხვდა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანტონიო ბარტოლის შეხვდა.
უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. ირინე იმერლიშვილმა ახლად დანიშნულ ელჩს უშიშროების საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს. უშიშროების საბჭოს მდივანმა და იტალიის ელჩმა ერთმანეთს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოსაზრებები გააცნეს. ირინე იმერლიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს იტალიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები