რუსმა ოკუპანტებმა 60 წლის გიორგი ძურძუკი გაიტაცეს
გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიდევ 1 ქართველი გაიტაცეს. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, 60 წლის გიორგი ძურძუკი საქონლის ჩამოსაყვანად თავისივე ბაღში ავიდა, სადაც ცხოველი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და დაკავებულს ე.წ. საზღვარი არ დაურღვევია. როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ის ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.