ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ქართველები ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. „სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვარზე, სოფელ არცევთან დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე – 1962, 1954, 19170, 1979 და 1985 წელს დაბადებული პირები“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურში. ამ ინფორმაციის მიხედვით, ყველა დაკავებული ცხინვალის სასაზღვრო სამსახურშია გადაყვანილი და მიმდინარეობს ამ ფაქტის შესწავლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები