რაულ ხაჯიმბა რუსეთის ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც ხაჯიმბას წერილშია ნათქვამია, დე ფაქტო სოხუმი რუსეთის ბომბდამშენის ჩამოგდებას აფასებს, “როგორც საერთაშორისო ტერორიზმის შეჩერებაში რუსეთის ძალისხმევისთვის ზიანის მიყენებას, რასაც აფხაზეთი მკაცრად გმობს“.

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი აფხაზეთის სახელით რუსეთს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

“ვიმედოვნებთ, რომ საერთაშირისო საზოგადოება საკადრის შეფასებას მისცემს ამ მიუღებელ ქმედებებს, რამდენადაც ეს შეესაბამება თანამშრომლობის ინტერესებს ტერორიზმთან ბრძოლაში, რომლის მსხვერპლიც სხვადასხვა სახელმწიფოს ათასობით მოქალაქე გახდა”, – წერს ხაჯიმბა.

შეგახსენებთ, რომ „სუ-24“ -ის ჩამოგდება თურქეთმაც და რუსეთმაც დაადასტურა. ანკარის ცნობით, რუსულმა ბომბდამშენმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი კი ირწმუნება, რომ თვითმფრინავი სირიის საჰერო სივრცეში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები