ოკუპირებული აფხაზეთი და რუსეთი ჯანდაცვის სფეროში ხელშეკრულებას გააფორმებენ

ოკუპირებული აფხაზეთი და რუსეთი ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას დღეს სოხუმში ხელს მოაწერენ. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, დოკუმენტს გააფორმებენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი ანძორ გოოვი და რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი კოსტენიკოვი.
ანძორ გოოვის განცხადებით, დოკუმენტში შევა ორი ხელშეკრულება – ნორმატიული ბაზის და წამლების ლიცენზირების შესახებ.
„ეს საკითხები წინასწარ არის შეთანხმებული, ჩვენ მათ ბოლო რამდენიმე თვეა ვამზადებთ. დიდი უთანხმოებები არ გვქონია. ახლა ხელმოსაწერად ყველაფერი მზად არის“, – განუცხადა გოოვმა „სპუტნიკს“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოქმედებს ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულება, რომელსაც მხარეებმა 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები