დიღომში ავტომობილი ქალს და მოზარდს დაეჯახა
თბილისში, დიღმის მასივში მსუბუქი ავტომობილი გაჩერებაზე მდგომ შუა ხნის ქალს და მოზარდს დაეჯახა. როგორც „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ორივე დაშავებული ქვედა კიდურების მოტეხილობით სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.