ემზარ კვიციანი შიმშილობას იწყებს – “ყველამ რისი დაკვრაც ვიცით ის ინსტრუმენტი წამოვიღოთ”

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული “პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი შიმშილობის აქციის განახლების შესახებ წერს.
ემზარ კვიციანი მხარდამჭერებს მიმართავს – სურვილის შემთხვევაში ისინიც შეუერთდნენ შიმშილობის აქციას.
“მეგობრებო ხუთშაბათს ანუ 26 ნოემბერს ვუერთდებით მოშიმშილეებს, ვინც ჩემთან ერთად იყავით და ვისაც გააქვთ სურვილი, ქალბატონებო და ბატონებო შემომიერთდით. ამჯერად ჩვენი შიმშილობის დღეები უნდა გავამხიარულოთ, კონცერტები ჩაუტაროთ კანცელარიას. ყველამ რისი დაკვრაც ვიცით ის ინსტრუმენტი წამოვიღოთ, ვაჩვენოთ რომ ქართველები ბრძოლის დროსაც კი მხიარულები ვართ! დიდება ღმერთს! მსურველებმა მომწერეთ პირადში“, – წერს ემზარ კვიციანი.
პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა ირმა ინაშვილმა ადა მარშანიამ, ემზარ კვიციანმა და პარტიის სხვა მხარდამჭერებმა შიმშილობის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან რვა ნოემბერს დაიწყეს.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მათ ორი მოთხოვნა აქვთ: დაისაჯონ საგარეჯოსა და მარტვილში არჩევნების გამყალბებლები, ასევე ხელისუფლებამ დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე დაუყოვნებლივ მუშაობა.
17 ნოემბერს “პატრიოტთა ალიანსის“ 4 წევრი შიმშილობის გამო შეუძლოდ გახდა, რის გამოც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის იყვნენ ადა მარშანია და ემზარ კვიციანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები