ავღანეთში ქართველმა ჯარისკაცებმა ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობა მიიღეს (ფოტოკოლაჟი)

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის შტაბის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში „ბრეინ რინგი“ ჩატარდა, რომელიც „რა? სად? როდის?“ თამაშის ანალოგია.
იტელექტუალურ თამაშში “ალფას”, “ბრავოს”, “ჩარლის”, “დელტას” ასეულებმა, ასევე შტაბის და ეროვნული გვარდიის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. თამაში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე ჯგუფებს 20 კითხვაზე მოუწიათ პასუხის გაცემა, მეორე ეტაპზე ფინალი ორ გუნდს შორის გათამაშდა, სადაც შტაბის გუნდმა ანგარიშით 6 – 4 „ალფა“ ასეულის გუნდი დაამარცხა. აღსანიშნავია რომ თამაშში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის საზღვაო ქვეითებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ფინალში გასული და გამარჯვებული გუნდები ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ და 22-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ ბარბაქაძემ სიმბოლური საჩუქრებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. 22-ე ბატალიონის ხელმძღვანელობა მომავალშიც გეგმავს მსგავსი თამაშების ჩატარებას, რადგან ინტელექტუალური თამაშები ხელს უწყობს სამხედრო მოსამსახურეების ცოდნის გაღრმავებას.
tavdacva2
tavdacva3
tavdacva6
tavdacva5
tavdacva4

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები