ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ერთი დღით ჩაკეტავს

23 ნოემბერს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ერთი დღით საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მამაცობის და სახალხო ერთიანობის დღის აღნიშვნის გამო მიიღო. ე.წ. საკონტოლო-გამშვებ პუნქტებზე მოსახლეობის გადაადგილება 24 ნოემბრიდან აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები