ოკუპანტებმა გორის რაიონში ე.წ. საზღვართან მამა-შვილი დააკავეს

ე.წ. საზღვართან, სოფელ ქერეს განაპირას, შეიარაღებულმა ფორმიანებმა მამა-შვილი, გიორგი და ივანე ელიკაშვილები დააკავეს. როგორც “კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრში განუცხადეს, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები.
არსებული ინფორმაციით, დაკავების თაობაზე ოჯახს ივანე ელიკაშვილმა ტელეფონოთ აცნობა. ახლობლების მტკიცებით, მამა-შვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადასულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები