გარდაბნის რაიონში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის და გადაადგილების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა გარდაბნის რაიონის სოფელ ახალი სამგორის მიმდებარედ მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის და გადაადგილების ფაქტი გამოავლინეს, რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან.
დეპარტამენტის ცნობით, ერთ-ერთი შპს-ს მიერ მოხსნილი და გადაადგილებული იქნა მიწის ნაყოფიერი ფენა 712,5მ2 ფართობზე, ნაყოფიერი ფენის სიმაღლე შეადგენს 0,10მ. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 726.7 ლარი. შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.