აშშ შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ იტალიას აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა იტალიის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმების შესახებ გააფრთხილა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტების სამიზნე შეიძლება ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილები გახდეს, მათ შორის ისტორიული ღირშესანიშნაობები, სადაც ტურისტები იკრიბებიან. ამერიკული უწყება კონკრეტულ ადგილებსაც ასახელებს. ესენია: წმინდა პეტრეს ტაძარი, „ლა სკალას“ საოპერო დარბაზი და მილანის ტაძარი.
„ტერორისტებმა შეიძლება  პარიზის შეტევების ანალოგიური მეთოდები გამოიყენონ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე იტალიის ხელისუფლებას შესაძლო ტერორისტული შეტევების შესახებ აშშ-ს ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ შეატყობინა. ამის შემდეგ იტალიის პოლიციამ მილანის ტაძრის და ვატიკანის დაცვა გააძლიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები