ქარელიდან ოკუპანტებმა ერთი ადამიანი გაიტაცეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კლონევის მკვიდრი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო ე.წ. უშიშროების კომიტეტის განმარტებით, დაკავებული იმავე დღეს მათ უწყებაში გადაიყვანეს, რადგან თან პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა. „სოფელში იყო ჩამოსული, ვენახზე გადის მავთულხლართები, ნებისმიერ დროს შეეძლოთ, აეყვანათ. ეს შემთხვევა საღამოს მოხდა. ეტყობა, შეშა არ ჰქონდა და მაგიტომ იყო ჩასული“, – განაცხადა ადგილობრივმა მკვიდრმა.
როგორც “კვირას” სუს-ში განუცხადეს, აღნიშნულ პიროვნებას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გაკვეთას ედავებიან.