ადვოკატი პროკურატურას ქონების ჩამორთმევის საქმეების განხილვას სთხოვს

„ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე საქართველოს პროკურატურას ქონების ჩამორთმევის საქმეების განხილვისკენ მოუწოდებს. ადვოკატი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პროკურატურის მიერ მეგრელიშვილის და მოდებაძის წინააღმდეგ სისტემურად განხორციელებული დანაშაულის გახსნის ფაქტსაც გამოეხმაურა.
ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მხრიდან სწორი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა მიიჩნევს, რომ დანაშაულის არა მხოლოდ უშუალოდ ორგანიზატორ პირებს, არამედ მათ ხელმძღვალებსაც უნდა დაეკისროს პასუხიმგებლობა.
„ პროკურატურის მხრიდან სწორი ნაბიჯი გადაიდგა. სამართალწარმოების პროცესში, სისტემური დანაშაული გამოვლინდა, თუმცა პროკურატურაში უკანონოდ ჩამორთმეული ქონების უამრავი საქმეა, მაგრამ სულ რამდენიმეა მათ შორის გახსნილი. მოვუწოდებ პროკურატურას უფრო პრაგმატული მოქმედებისკენ, არ უნდა იყოს შერჩევითი მიდგომები. პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე და ის უწყებები დაასახელა, რომლებიც ამ დანაშაულში მონაწილეობდნენ. ესენია: ეროვნული ბანკი, უშიშროების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარის უშიშროება… მეგრელიშვილის და მოდებაძის წინააღმდეგ სისტემურად განხორციელებული დანაშაულის გამო მხოლოდ ამ საქმის ორგანიზატორები მიეცნენ პასუხისგებაში და არა მათი უშუალო ხელმძღვანელები, მათ შორის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, უშიშროების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, აჭარის პროკურატურა, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი და სხვა. მათ უნდა მოეთხოვოთ პასუხი. ქონების ჩამორთმევის საქმეების მასობრივი განხილვა არ ხდება, სამართლიანობის აღდგენას ერთჯერადი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები