დავით ნარმანია: 2016 წლის ბიუჯეტით სახელფასო ხარჯების ზრდა ნავარაუდევი არ არის
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, არც სახელფასო ხარჯების და არც ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა 2016 წლის ბიუჯეტით ნავარაუდევი არ არის. მისი თქმით, საწვავზე ხარჯები შემცირდება, ვიდრე ეს იყო 2015 წელს.
“სახელფასო ხარჯის რაიმე ზრდა 2016 წლის ბიუჯეტით ნავარაუდევი არ არის, ისევე როგორც ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა. პირიქით, მცირდება საწვავზე ხარჯები, ვიდრე ეს იყო 2015 წელს. ერთადერთი, ჩვენ მომავალ წელს მოგვიწევს აღებული სესხის გასტუმრება, რაც, ჯამში, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილშია შესული. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელფასები ან აპარატის შენახვის ხარჯები იზრდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.