სოზარ სუბარმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
თბილისის საკრებულოში ფრანგი ხალხის თანაგრძნობისთვის სამძიმრის წიგნი გაიხსნა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მინისტრმა პატივი მიაგო 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას.