გიორგი ალიბეგაშვილი: ტერორიზმთან ბრძოლა საერთო ბრძოლაა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ფრანგი ხალხის მიმართ თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატა.
როგორც ალიბეგაშვილმა განაცხადა, პარიზში დატრიალებული ტრაგედია მთელი ცივილიზაციისათვის და კულტურული მსოფლიოსათვის დიდი დარტყმაა.
“პარიზში დატრიალებული ტრაგედია მხოლოდ ფრანგი ერისათვის არ არის ძალიან დიდი ტკივილი. ვფიქრობ, რომ მთელი ცივილიზაციისთვის და კულტურული მსოფლიოსთვის ეს არის ის დარტყმა, რომელსაც გამკლავება უნდა. სწორედ ამის დასტურია დღეს აქ ყოფნა საელჩოს წარმომადგენლების, მისი აღმატებულების, საფრანგეთის ელჩის. მინდა თანაგრძნობა გამოვხატო ფრანგი ხალხის მიმართ და მხარდაჭერა. ტერორიზმთან ბრძოლა საერთო ბრძოლაა, რომელიც ყველასგან ერთსულოვნებას და თანაგრძნობას ითხოვს”, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, საფრანგეთში მომხადრი ტერორისტული აქტის გამო თბილისის საკრებულოში გახსნილია სამძიმრის წიგნი, სადაც საქართველოს მთავრობის წევრები, მინისტრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩანაწერებს აკეთებენ.