გიორგი მარგველაშვილმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და საფრანგეთის ელჩს საქართველოში რენო სალენსს პირადად მიუსამძიმრა.
“ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს. ფრანგ მოკავშირეებთან ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა მაშინაც გამოჩნდა, როცა ევროკავშირის ფარგლებში, ქართველი მებრძოლები ფრანგ მებრძოლებთან ერთად დადგნენ აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში და შეასრულეს მნიშვნელოვანი მისია. ამ რეალობაში ნათლად უნდა დავინახოთ, როგორი გამოწვევის წინაშე დგას დღეს კაცობრიობა.
“ისლამური სახელმწიფო” არის ერთი დიდი ტყუილი, რადგან არც სახელმწიფოსთან აქვს არანაირი კავშირი და არც ისლამთან, ეს არის ტერორისტული წარმონაქმნი, რომელიც ისევე დაასრულდება, როგორც ასრულებენ ტერორისტები“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები