ოთარ დანელია: ტერორიზმს არ გააჩნია არც მრწამსი და არც ეროვნება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ოთარ დანელიას განცხადებით, ტერორიზმს არც მრწამსი და არც ეროვნება არ გააჩნია. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ფრანგი ერის ისტორიაში ეს იქნება უკანასკნელი ტრაგედია.
„ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელიც, იმედია, ფრანგი ერის ისტორიაში უკანასკნელი იქნება. რაც მთავარია ფრანგმა ერმა დაადასტურა ერთობა, სიძლიერე. ისინი ყოველთვის იდგნენ ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენც ბუნებრივია, მათ გვერდით ვიქნებით. ტერორიზმს არ გააჩნია არც მწრამსი და არც ეროვნება. ეს არის ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომელიც დასაგმობია“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ პარიზში 13 ნოემბერს ტერაქტების შედეგად, 129 ადამიანი დაიღუპა.