დავით უსუფაშვილი ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს შეხვდა
ავსტრიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, შეხვედრა ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტთან, კარლჰაინც კოპფთან გამართა.
კარლჰაინც კოპფმა მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და ავსტრიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მუშაობის გააქტიურებაზე, ასევე, პარლამენტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს; განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესიც. კარლჰაინც კოპფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში. თავის მხრივ, დავით უსუფაშვილმა ავსტრიის ეროვნული საბჭოს ვიცე-სპიკერს საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირებისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გაწეული საქმიანობა გააცნო.
შეხვედრაზე ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივასა და მისი პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა განიხილეს.