ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულია 43 წლის მამაკაცი, რომელიც გორის რაიონის სოფელ მარანის მკვიდრია. როგორც სააგენტოს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურში განუცხადეს, მამაკაცმა „საზღვარი“ დაარღვია და მისი საქმე სასამართლოშია გადაცემული. როგორც „სპუტნიკი“ იტყობინება, 3 ნოემბერს დაკავებული საქართველოს 49 წლის მოქალაქე, რომელიც კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრია, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები