კახეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს

კახეთის რაიონის სოფელ ვაზისუბანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს. ქურდებმა აპარატი სოფლის ცენტრში მდებარე სურსათის მაღაზიის წინ გატეხეს. აპარატიდან რა თანხაა წაღებული, ამ ეტაპზე უცნობია. აღნიშნული შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები