სოჭში წყალდიდობა მოხდა (ვიდეო)

კოკისპირული წვიმების გამო სოჭში დღეს წყალდიდობა მოხდა. ზოგიერთ ქუჩაზე წყლის დონე ერთ მეტრზე მაღალი იყო. დაზიანდა ავტომობილები და სახლების პირველი სართულები, ასევე სარდაფები.
„რია-ნოვოსტის“ ინფორმაციით, რკინიგზის ერთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც საგარეუბნო მატარებელი ადლერი-მაიკოპი დანიშნულების ადგილას ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილები. მეტეოროლოგების ინფორმაციით, წვიმები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები