დავით ნარმანიამ ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.
საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით – “ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის” სასტუმრო “რედისონში” გაიმართა.
დედაქალაქის მერმა კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ინკლუზიური ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ინკლუზიური ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია, რათა ყველა ადამიანმა შეძლოს სხვადასხვა სანახაობასთან მისვლა. თითოეულმა მათგანმა სათანადო ფორმით მიიღოს ინფორმაცია, როგორც მას შეუძლია ამის აღქმა. სწორედ ამიტომ, დღევანდელ კონფერენციაზე ვმსჯელობთ, მომავალში კიდევ უფრო მეტად როგორ განვავითაროთ ინკლუზიური ტურიზმი ჩვენს დედაქალაქში”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, დედაქალაქის საკრებულოსა და დიპოლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების წარმატებული მაგალითები, მეთოდოლოგიების, სტრატეგიებისა და მიმდინარე წლის სიახლეების გაცნობა და გაზიარებაა. კონფერენცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ევროპის ინკლუზიური ტურიზმის ქსელის ასოცირებული წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარსას” მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები