ლეონიდ თიბილოვმა ნიკარაგუას პრეზიდენტს 70 წლის იუბილე მიულოცა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ნიკარაგუას პრეზიდენტ დანიელ ორტეგას 70 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ თიბილოვის პრესმდივანმა განა იანოვსკაიამ შეატყობინა.
„თქვენ ხართ გამოცდილი პოლიტიკოსი, ბრძენი ხელმძღვანელი, თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, თქვენ ხართ მიზანმიმართული და გამბედავი მამაკაცის მაგალითი, ვისთვისაც ფუნდამენტური პრინციპებია: მშვიდობის შენარჩუნება, დიალოგის განმტკიცება და სხვა ქვეყნების ხალხთა უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა“, – დაწერა თიბილოვმა წერილში.
შეგახსენებთ, რომ ნიკარაგუამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა. მან ეს რუსეთის შემდეგ გააკეთა. თიბილოვმა იმედი გამოთქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ნიკარაგუას შორის თბილი ურთიერთობები განმტკიცდება და განვითარდება.