11 ნოემბერი
10:00
სატრანსპორტო გაერთიანების პრესკონფერენცია გაიმართება. სიტყვით წარსდგება მამუკა ბახტაძე. მის: სასტუმრო “მერკური”, გორგასლის 9
10:00
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში საერთაშორისო კონგრესი -“ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები” გაიხსნება
10:00
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, TBC ბანკის საკონფერენციო დარბაზში (მარჯანიშვილის ქ.7) კონფერენციას “ევროკავშირისკენ სწრაფვა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი” გახსნის.
10:30
თბილისის მერიის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია “ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის” გაიმართება. კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია გახსნის. მის: სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია”, ვარდების მოედანი №1. საკონტაქტო პირი: ნათია ლეშკაშელი -595 52 11 52
10:30
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სასამართლოს დამოუკიდებლობა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმაურიანი სხდომა, სადაც მოასამართლე ურთმელიძისთვის უნდა მოესმინათ და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
E1
11:00
“პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “CCI” სს ავტოგაზის წართმევის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობას არ გამორიცხავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
კულტურის სამინისტროში თბილისის ბაროკო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ ხელმძღვანელი კონსტანტინე კასრაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი და ესპანელი დირიჟორი იორდი სავალი გაუძღვებიან.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია მიმდინარე საკითხებზე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები“ თბილისის აეროპორტიდან მსოფლიოს რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ახალ რეისებს განახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლები თბილისი-ურუმჩი-სეულის, თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ნიუ იურკის, თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ტორონტოს და თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ლოს-ანჟელესის მიმართულებით რეისების პრეზენტაციას გამართავენ. მის: ჰუალინგი, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი
11:30
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
სპორტისა და ხალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო – მეთოდური კონფერენცია თემაზე: „ფიზიკური აღზრდა და სპორტის სწავლების ძირითადი პრობლემები საჯარო სკოლებში“. მისამართი : ჭავჭავაძის გამზ.49
12:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ვალერი გელბახიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
დევნილთა პარტიის თავმჯდომარე ლელა გულედანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დევნილობის 23 წელი და უვადო განსახლება. საკონტაქტო ნომერი: 599 11 52 97 ლელა გულუა. მის: ნუცუბიძის №2
12:00
NEW
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
12:30
“პირველ პრესკლუბში” მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი ლაშა გოლუბიანი და “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი, რომლის ორგანიზაციაც ამ კანდიდატის ერთ-ერთი წარმდგენია, ბრიფინგს გამართავენ. ლაშა გოლუბიანი ისაუბრებს მისი მთავარი პროკურორად არჩევის შემთხვევაში რა გეგმებსა და რეფორმებს განახორციელებს პროკურატურაში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
13:00
NEW
“პირველ პრესკლუბში” უწყებათაშორის კომისიის წევრი მამუკა ტუსკაძე, ა/ო “ახალი სიტყვის” წევრი ნინო ჩარკვიანი და ა/ო “ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის” წევრი ნატალია ხოხიაშვილი ბრიფინგს გამართავენ. უპასუხებენ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და ასევე საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეფასებასა და დასკვნას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
NEW
საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
18:00
თიბისი არტ გალერეაში ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის, ელიარ ალიმირზოევის გამოფენა „ვიზა ჩიტებისთვის“ გაიხსნება. ექსპოზიციაში მხატვრის გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
18:30
კავკასიურ სახლში (გალაქტიონ ტაბიძის 20) პუბლიკაციის “ინიციატივა ცვლილებებისთვის” პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართება. კვლევა ჩაატარეს სათემო განვითარების ცენტრმა(CDC) და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა (CCA) ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.