“მოგერინი და, მათ შორის, ნოდარ ჯავახიშვილიც სულ ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება”

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის მიერ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ახალი არაფერია.
“ახალი რა არის მაგაში, ფედერიკა მოგერინი და მათ შორის, ნოდარ ჯავახიშვილიც, სულ ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, სად არის აქ წინააღმდეგობა ჩემს ნათქვამსა და ქალბატონის ნათქვამს შორის?! აქ საუბარია დამფუძნებლებს შორის ურთიერთობის გარკვევაზე სასამართლო წესით. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება დამფუძნებელი, ამით სიტყვის თავისუფლებას ხელი ეშლება?!”, – აღნიშნა ჯავახიშვილმა. როგორც ჯავახიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, 2003 წელს “ვარდების რევოლუცია” სწორედ “რუსთავი 2”-ში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიზეზით დაიწყო.
“მე ძალიან კარგად მახსოვს 2003 წელი, თქვენ შეიძლება არ იყავით ჟურნალისტიკაში. ე.წ. “ვარდების რევოლუცია” ზუსტად მაგ მოტივით მოხდა, სინამდვილეში “რუსთავი 2” -ში არაფერი არ ხდებოდა არც მაშინ, მაგრამ ეს დაიხვია “რუსთავი 2”-მა, დაახვია საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავბრუ და დავარქვით ეს და დღესაც, მაპატიეთ, მაგრამ უნდა ვთქვა, უსირცხვილოდ ვეძახით იმ პროვოკაციას “ვარდების რევოლუციას”, თუ გნებავთ, არჩევნების გაყალბებას. “რუსთავი 2″-ის გარდა განსხვავებას ვერავინ პოულობს ქალბატონ მოგერინისა და ჩემს დამოკიდებულებას შორის სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები