ირაკლი შოთაძე და მიხეილ შაყულაშვილი ადვოკატ გიორგი მდინარაძეს შეხვდნენ

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე და თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი ადვოკატ გიორგი მდინარაძეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანს დავით ასათიანს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ამა წლის 8 ნოემბერს პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რაზეც საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძება.
ირაკლი შოთაძემ და მიხეილ შაყულაშვილმა ადვოკატებს მიაწოდეს ინფორმაცია საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. დაზარალებულმა გ.მდინარაძემ მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული საქმე უმოკლეს დროში იქნება გამოძიებული და დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყველა პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციის ცალკეული თანაშრომლების მიმართ ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით. ამ ეტაპზე დაკითხულები არიან დაზარალებული და სხვა პირები, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები, დანიშნულია საჭირო ექსპერტიზები. საქმეზე ინტენსიური გამოძიება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები